Russian English
რატომ ჩამოდიან საქართველოში მსოფლიო მედიცინის ვარსკვლავები
ოთხშაბათი, 26 სექტემბერი, 2018 - 11:05
საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით 2018 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისში ტარდება უპრეცედენტო მასშტაბის წარმომადგენლობითი კონგრესი. კონგრესში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს N1 რანგის სპეციალისტები.კონგრესის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი. შეხვედრის მხარდამჭერები არიან რეგიონისა და დასავლეთის ქვეყნების წამყვანი პროფესიული გაერთიანებები და მათი ხელმძღვანელები: 
 
უროლოგიური ონკოლოგიის საზოგადოება (აშშ)
ევროპის უროლოგთა ასოციაცია
მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის ფედერაცია
ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოება
რუსეთის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია
უკრაინის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია
აზერბაიჯანის უროლოგთა ასოციაცია
სომხეთის უროლოგთა ასოციაცია
უზბეკეთის ონკოლოგიური ასოციაცია 
 
საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია დაარსდა 2017 წელს.ასოციაციაში გაერთიანებულია სპეციალისტთა მრავალპროფილური გუნდი: კლინიკური და რადიაციული ონკოლოგები, ონკოუროლოგები, პათოლოგანატომები, რადიოლოგები და სხვა. შესაბამისად, ეს ასოციაცია წარმოადგენს უროლოგიურ კიბოსთან მებრძოლ პროფესიონალთა მულტიდისციპლინურ გაერთიანებას
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.