Russian English
რატომ გამოცხადდა ხელოვნების მუზეუმში საგანგებო მდგომარეობა
ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი, 2018 - 18:40
„12 ოქტომბერს, 13 საათზე ეროვნულ მუზეუმში ჩემი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა გაიმართება. ადვოკატი მამუკა ნოზაძე საპატიო მიზეზის გამო ვერ მოდის. ჩემი მოთხოვნა ხელოვნების მუზეუმს ეხება“ – წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი
1 აგვისტოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელმა ხელიდან ფოტოაპარატი წამგლიჯა და გაიქცა. მეორე დღეს - 2018 წლის 2 აგვისტოს ეროვნული მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მოხსენებითი ბარათით მიმართა დავით ლორთქიფანიძეს. ამ უკანაკსნელმა კი ორი აგვისტოს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ბრძანება გამოსცა - ხელოვნების მუზეუმში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მე, 13 აგვისტოს ეროვნული მუზეუმიდან ორივე დოკუმენტი გამოვითხოვე. მივიღე ლორთქიფანიძის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც წაკითხული მქონდა, ხოლო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი არ მომცეს. არც მიზეზი განმიმარტეს.
27 აგვისტოს განცხადებით მივმართე დავით ლორთქიფანიძეს, თქვენდამი დაქვემდებარებულმა პირმა (საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი) საჯარო ინფორმაციას მიღება შემიზღუდა და გთხოვთ, „დაავოლეთ“, რათა სრულყოფილი პასუხი გამცენ-თქო. ამ მიმართის შემდეგაც არ მომცეს ის საჯარო ინფორმაცია, რასაც ვითხოვ.
4 სექტემბერს უკვე ადმინისტრაციული საჩივრით მივმართე, ბატონ დავით ლორთქიფანიძეს.
აი, ამ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა  12 ოქტომბერს და საჩივრის განსახილველად სპეციალური კომისიაა შექნილი შემდეგი შემადგენლობით: იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიის მუზეუმის მმართველი (სხდომის თავმჯდომარე) მიხეილ გაფრინდაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სამუზეუმო სერვისების სამსახურის უფროსი (სხდომის მდივანი) მაია ბაკურაძე და იურისტ-კონსულტანტი ირაკლი შარაბიძე.
ანუ სპეციალური კომისია შეიქმნა საჩივრის განსახილველად, ბრძანებებიდ დაიწერა, დრო, ენერგია, ქაღალდი დაიხარჯა. ამდენ წვალებას არ ჯობდა მოეწოდებინათ ის, რასაც ვითხოვ?!“
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.