Russian English
SOS! პროკურატურა ჟურნალისტებს ორდერს მოსთხოვს?!
პარასკევი, 14 ნოემბერი, 2014 - 20:15

კახეთის რეგიონალური პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტი თეა შაიშმელაშვილი თავისი სოციალური ქსელის გვერდზე შემდეგ პოსტს დებს.

რაღაც პრობლემა მქონდა და ეს წუთია დავბრუნდი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან. ექიმებმა დიდი გულისხმიერება გამოიჩინეს და მადლობა მათ ამისთვის. სანამ ექიმთან შევიდოდი, საავადმყოფოს მიმღებში დამსვეს. ცოტახანში, რეფერალურ საავადმყოფოში პოლიცია მოვიდა და დაკავებულები შემოიყვან, სისხლის და შარდის ანალიზის ასაღებად. როდესაც ამ ოთხს ექთანი სისხლს უღებდა, ერთ-ერთ დაკავებულს რამოდენიმე კითხვა დავუსვი.  გამომძიებელი მომიტრიალდა და მკითხა, დაკითხვის ორდერი გაქვსო? ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და ჩვენ დაკითხვის ორდერი არ გვჭირდებდა! (ეს გამომძიებელი დავით ნეკერაული იყო, რომელმაც მოქალაქე ლევან დავითაშვილს 25 აბი სუბოტექსი ჩაუდო თავის დროზე. ნეკერაული დავითაშვილების ოჯახში ჩხრეკაზე ორდერის გარეშე შევიდა და ორდერი აქეთ მე მომთხოვა). მერე იქ მყოფ ექიმს მიუტრიალდა და ჩემზე უთხრა, თუ ავადმყოფია და მკურნალობს, აქ რატომ ზისო?! საავადმყოფოს მიმღებში ვიჯექი, არ დაგავიწყდეთ. ექიმმა მთხოვა, გავყოლოდი და ამჯერად პალატაში შემიყვანა. იქ საწოლზე დაჯდმა მთხოვა. “გთხოვ, პრობლემები არ მინდა და სამსახურს ნუ დამაკარგვინებო“, - გამომიცხადა შეშინებულმა.

როდესაც მე პალატაში გამიყვანეს“, დავით ნეკერაულს უთქვამს ჩემზე, რომ ცილი დავწამე და მასზე თურმე, ტყუილად დავწერე ნარკოტიკი ლევან დავითაშვილს რომ ჩაუდო!!! ანუ საავადმყოფოს მიმღებიდან ჩემი თავი პალატაში იმიტომ გააბრძანებინა, რომ არ მოეწონა რა დავწერე მასზე. დავით ნეკერაულმა, რაღაც ფურცლებზე ხელი მოაწერინა ექთანს, რომელმაც სისხლის ანალიზი აუღო ორ ქისტს და ორ ქართველს! ამის შემდგომ კი ის ოთხი ბიჭი, საავადმყოფოდან პირდაპირ სასამართლო პროცესზე წაიყვანა და ამ წუთებში მათი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს!

მე ერთი რაც ვერ გავიგე იყო ის, რომ იმ ექიმს რატომ უნდა შეშინებოდა სამსახურის დაკარგვის?! ვინ და რატომ დააშინა?! საინტერესოა, რაიმე შეთანხმება ხომ არ მოქმედებს, ვიღაც-ვიღაცეებს შორის?! რატომ და რის საფუძველზე გასცა დავით ნეკერაულმა ბრძანება, რომ გავეყვანე ექიმებს მიმღებიდან?! რატომ დაუჯერა ექიმმა პოლიციელს და მისივე ნებით იქ მყოფს, რატომ წამავლო ხელი და გამიყვნა იქიდან?! რატომ მითხრა, რომ უბრალოდ პატივისცემის გამო დამსვეს იქ, (ხოლო მერე ნეკერაულის ბრძანებით, პატივისცემა დაავიწყდათ და გამიყვანეს იქიდან?!) განმიმარტონ, რა უფლებით, რომელი კანონის, რომელი მუხლით მომექცნენ ასე?! ანდა, იქნებ ახალი კანონი შემოდის, რომლითაც პროკურატურა ჟურნალისტებს ორდერს მოსთხოვს  კითხვების დასმისთვის, გაგვაგებინონ!“ - წერს ჟურნალისტი თეა შაიშმელაშვილი

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.