Russian English
„თურქეთში და ევროპაში წამლები ორჯერ იაფია საქართველოსთან შედარებით“
პარასკევი, 25 იანვარი, 2019 - 19:50
„მოსახლეობის ნახევარზე მეტი გადადის საყიდლებზე თურქეთში. წამლებიც იქ იყიდეთ. ან საქართველოში იყიდეთ და შეამოწმეთ“   - ასეთ პოსტს აქვეყნებს სოციალური ქსელი მომხმაერებელი ვერიკო ბერძენიშვილი. 
„ვისაც უნდა ეწყინოს. სიმართლის მოსმენა მწარეა. საქართველოში აფთიაქების ქსელი უხეშად რომ ვთქვათ „დასავარცხნია“. აფრიკაშიც არ გზავნიან იმდენ ყალბ პრეპარატს, რამდენიც საქართველოში მოდის. გაჭირვებული ძლივს ყიდულობს, იაფიანს ეძებს და ამ იაფიან „კრახმალს“ ყიდულობს უსასრულოდ. მერე ტირის არ მიშველა ამ წამალმაო. ასე ივსება ერთი კაცის ჯიბე.
„კრახმალს“ არა უშავს, არ გაწყენს მაინც. მაგრამ ვინ იცის, იქნებ საწამლავია.
წამლის ყიდვისას მოითხოვეთ საბუთი .ვისი გამოშვებაა.მოძებნეთ სანდო აფთიაქი.
ერთხელ მოვისმინე ბათუმში შემთხვევით ორი ექიმის საუბარი. ვიჯექი ჩემთვის და ჩათვალეს, რა იცის ამანო.
ვუსმინე როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს. რა ვქნა მავალებენ, რომ ესა თუ ის წამალი გამოვწეროო.
ანუ ვინ ავალებს, დამლაგებელი?
წილები ასე ნაწილდება. ეხლა გამოხტება ვიღაცა და შენ რა გინდაო მომწერს უსირცხვილოდ, მაგრამ მომწეროს. მივხვდები ესე იგი თვითონაა ასეთი, რადგან გულზე მოხვდა. მე კი დაველაპარაკე იმ ექიმებს. რა ვქნათ, სამსახურს დავკარგავთო. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ერთეულ ექიმებს, რომლებიც მართლა შველიან ხალხს. ასეთი ექიმები გვიმრავლოს უფალმა. მაგრამ მე მინდა ხალხს ვუთხრა - ფრთხილად იყავით თუ არ იცით წამლის წარმოშობა, სანდოობა. არ იყიდოთ!
თურქეთს არ ვუკეთებ რეკლამას, მაგრამ ვერც ერთი სააფთიაქო ქსელი ვერ შეიტანს ყალბ პრეპარატს. ვერც კვების ობიექტი ვერ გაბედავს.
საქართველო კი აფრიკის დონეზე მარაგდება.  თურქეთში 100 ლირა რომ ღირს ამერიკული პრეპარატი საქართველოში კურსის მიხედვით 40 ლარამდე უნდა იყოს ხომ? მაგრამ სამწუხაროდ 100 ლარი ღირს. ერთში სამის მოგება. 
ვინმემ გაახილოს თვალი, ვისაც ევალება. გაუფრთხილებლად დაადგნენ აფთიაქების ქსელს. იქნებ გვეშველოს. დაავადდა ხალხი“ - წერს ვერიკო ბერძენიშვილი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.