Russian English
რას ჰყვება ქართულ ციხეში ჯეკ შეპარდი - რა გარემოებაში გარდაიცვალა მისი შეყვარებული?!
შაბათი, 16 თებერვალი, 2019 - 14:49
2019 წლის 12 იანვარს დიდი ბრიტანეთის მოქალაქის - ჯეკ შეპარდის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.  შეპარდს ბრალად მეგობარი ქალის სიკვდილის გამომწვევი საეჭვო გარემოებები ედება ბრალად. შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა.  მას წინასწარი გირაო შეეფარდა, თუმცა რამდენიმე ხანში შეპარდმა დატოვა სამშობლო და საქართველოში ჩამოვიდა. ძებნის გამოცხადებიდან 10 დღეში, ჯეკ შეპარდი, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში   იმყოფებოდა, გამოცხადდა პოლიციაში და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. 
 
აი, რაზე საუბრობს ჯეკ შეპარდის ქართველ ადვოკატი  - ტარიელ კაკაბაძე:
 
- ვინაიდან ჯეკ შეპარდს თავის სამშობლოში - დიდ ბრიტანეთში არ ჰქონდა საბრალდებო აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული, მისი ჩამოსვლა კანონიერად ითვლება. 
- თუმცა, როდესაც დიდ ბრიტანეთში წარიმართა სასამართლო სხდომები, იგი არ დაესწრო პროცესებს?
- კი ბატონო! ამან გარკვეული უარყოფითი როლი ითამაშა და მის მიმართ გამოიტანეს გამამტყუენებლი განაჩენი.
- მის დაუსწრებლად?
- დიახ. ასევე, ვინაიდან ეს ბატონი იმყოფებოდა სხვა ქვეყანაში და რეალურად არ ესწრებოდა საქმის განხილვას დიდ ბრიტანეთში, საზოგადოებრივი განწყობა შეიქმნა ძალიან უარყოფითი. სხვათაშორის, ბრიტანულმა პრესამაც ამას დიდად შეუწყო ხელი. შესაბამისად, როდესაც მე ეს ადამიანი დამიკავშირდა და მთხოვა, დამეცვა მისი ინტერესები, პირველ რიგში ვურჩიე, ჩაბარებოდა ქართველ სამართალდამცავებს და ისე ებრძოლა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
- რატომ არჩია მან კანონიერი გზა   თავისი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში და არა დიდ ბრიტანეთში?
- მოგეხსენებათ, რომ არსებობს გარკვეული ვალდებულება, რომ როდესაც ბრალდებული ბრძანდები, მისცე ჩვენება. დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ მიიღო დაცვის მხარის საჩივარი. აქვე განგიმარტავთ, რომ იმ ქვეყანაში როდესაც პირველი ინსტანცია გამოიტანას განაჩენს, მეორე ინსტანციაში ანუ აპელაციის მიერ საქმის წარმოებაში მიღება უიშვიათესად ხდება. იქ ნაფიცი მსაჯულები იღებენ გადაწყვეტილებას და ეს მთელ რიგ ურთულეს პროცესებთან არის დაკავშირებული. მე ჩემის მხირვ, ყველანაირად შევუწყებ ხელს, რომ შეპარდმა მისცეს ჩვენება. აქტიურად ვთანამშრომლობთ მის ბრიტანელ ადვოკატებთან და ერთად ვაწყობთ დაცვის სტრატეგიას. 
- შეპარდის ექსტრადირების საკითხი როგორ გადაწყდება?
- რთულად! შეპარდი და მისი ბრიტანელი ადვოკატები იღებენ  მუქარის წერილებს. გარკვეული მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს იღებდა თავად შეპარდიც, როდესაც თავისუფლებაში იმყოფებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ თუ მოხდება შეპარდის გადაყვანა დიდი ბრიტანეთის პენიტენციალურ დაწესებულებაში, შესაძლოა მას საფრთხე დაემუქროს.  როგორც თავად განმარტავს, მუქარები მოდის გარდაცვლილის ახლობლებისგან.
- რა საფრთხეებზეა საუბარი, იქნება დავაკონკრეტოთ - მოკლავენ, იძალადებენ თუ რა შუაგულ ევროპაში... ანუ რისი ეშინია?
- ეს ჩვენთვის უცნობია. აქედან   გამომდინარე, ჩვენ ადვოკატები შევეწინააღმდეგეთ  მის დაჩქარებული, გამარტივებული წესით ექსტრადირებას. ეს ვერც ხერხდება. თუ მტკიცებულებებით არ დადასტურდება, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს მისი დიდ ბრიტანეთში გამგზავრება, მაშინ რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მისი დიდ ბრიტანეთში ექსტრადირება.
- თავად შეპარდი რას ყვება - რა მოხდა სინამდვილეში?
- თვითონ რასაც ყვება, ეს არის დადგენილი და საქმეში არსებული გარემოებები. შეპარდს ჰქონდა კატერი, რომელზეც მეგობარი ქალი დაპატიჟა და ამ უკანასკნელმა სთხოვა, რომ ის დაეჯინა საჭესთან. მან დააჯინა საჭესთან, კატერი შეეჯახა რაღაცას და ქალი გარდაიცვალა. დღეს შეპარდს ედავებიან, რატომ მისცა მან კატერი სამართავად სხვა ადამიანს. არადა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაჯდეს საჭესთან. იქ არ არსებობს არანაირი მართვის მოწმობა, არანაირი რეგულაციები ბრიტანული კანონმდებლობით და ა.შ. ასევე არანაირი დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება მის შემდგომ განხორცილებეულ ქმედებაში, ვინაიდან ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ის ყვიროდა, დაეხმარეთ-უშველეთო!   
- თავად არ იჯდა კატერში?
- არა. ასე რომ, გაუგებარია, რითი ადასტუებს ბრალდება. მე დარმწუნებული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლო მას აუცილებლად გაამართლებს. დღეს-დღეობით კი შეპარდი იმყოფება გლდანის პენინტენციალურ დაწესებულებაში.
 
სალომე დადიანი
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.