Russian English
დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა!
ხუთშაბათი, 06 ნოემბერი, 2014 - 12:55

თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, რამდენიმე საათში “რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში “რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, „რესპუბლიკელები“ ბიძინა ივანიშვილის მადლიერები იყვნენ, არიან და იქნებიან.

რესპუბლიკელებმა გავაკეთეთ განცხადება და სოლიდარობა გამოვუცხადეთ ჩვენს მთავარ პოლიტიკურ პარტნიორს და ბიძინა ივანიშვილის მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებს. ასე დაიწყო მან კოალიციის შექმნა: “რესპუბლიკური პარტიადათავისუფალი დემოკრატები“. ამას აეკინძა შემდეგ მთლიანი კოალიცია. კოალიციამ ძალიან სერიოზულად იმუშავა 2012 წლის არჩევნებამდე და ივანიშვილის როლი იყო აქ განმსაზღვრელი. რაც უნდა მოხდეს აწი, რესპუბლიკელები ვიყავით, ვართ და ვიქნებით ბიძინა ივანიშვილის მადლიერები. განსაკუთრებით მადლიერები და ამ თვალსაზრისით არა მგონია, რომ ვინმე რამეში შეგვეცილოს, მაგრამ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი და ეს პოლიტიკური პროცესი აჩვენებს იმას, რომ ვართ ახალ რეალობაში - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.