Russian English
ახალი რეგულაციები საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის
ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2019 - 14:00
თბილისის ვიცე-მერის  ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი.
ვიცე-მერის განცხადებით, უძრავი ქონების მფლობელი უფლებამოსილი იქნება სისტემაში ორი სატრანსპორტო საშუალების ნომერი შეიყვანოს და აღნიშნული ავტომობილები საცხოვრებლის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. 
საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ მანქანის პარკირებას საათობრივი საფასური არ შეეხება. ეს დაკავშირებული არ არის პირის იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართებთან, ასევე, ამა თუ იმ მისამართზე ჩაწერასთან. მთავარია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრემ, ფიზიკურმა პირმა, სისტემაში მიუთითოს ორი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმ უძრავი ქონების მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში მანქანა უფასოდ დააპარკინგოს. ეს ნიშნავს, რომ თუ მოქალაქე, მაგალითად, არის რომელიღაც უძრავი ქონების მესაკუთრე, უფლება აქვს, სისტემაში დარეგისტრირდეს, მიუთითოს საკუთარი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, სისტემა ამ კოდის გეოგრაფიულ წერტილს დასვამს - გაამწვანებს ანუ უფასოს გახდის მის ირგვლივ, 100-მეტრიან რადიუსში ყველა ფასიან, მუნიციპალურ საათობრივ პარკინგს და მითითებული, არაუმეტეს ორი სატრანსპორტო საშუალება უფასო პარკირების უფლებით ისარგებლებს. ეს სატრანსპორტო საშუალებები პერიოდულად გადახედვას ექვემდებარება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე  აღნიშნულ ბინას გაააქირავებს და იქ აღარ იცხოვრებს, შეუძლია, ერთი ავტომანქანა სისტემიდან წაშალოს და მის ნაცვლად, სხვა მიუთითოს. 
„აქედან გამომდინარე, აღნიშნული ავტომობილი ვის სახელზეც არ უნდა იყოს რეგისტრირებული, სადაც არ უნდა იყოს მისი მფლობელის იურიდიული მისამართი, თუ მესაკუთრე ფიზიკური პირი მიუთითებს ამ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერს, ის უფასო პარკირებით ისარგებლებს“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.