Russian English
იფხიზლეთ მშობლებო! მოარიდეთ შვილები ქალს ფრინველის ფეხებზე - მომოს
სამშაბათი, 26 მარტი, 2019 - 16:34
„წააკითხეთ ეს თქვენს შვილებს! ქალი ფრინველის ფეხებზე, ანუ ,,მომო'' - ასე ჰქვია ახალ ინტერნეტ-თამაშს, რომელიც სკანდალური ,,ლურჯი ვეშაპის" ნაირსახეობაა და, რაც მთავარია, ის უკვე საქართველოშიც შემოვიდა!
ეს არის ინტერნეტ-თამაში თვითმკვლელობისთვის!
ბოლო რამდენიმე კვირაა მან მსოფლიოს ინტერნეტსივრცე დაიპყრო და საშიში „მომოს“ შესახებ ვიდეომასალა უკვე ქართულ ენაზეც არის.
„მომო" ტოკიოს ვანილას გალერეის ექსპონატის პროტოტიპია - ქალი ფრინველის ფეხებზე. ის ინტერნეტსივრცეში ამყარებს კავშირს მოზარდებთან და აშანტაჟებს მათ!
„მომო" იძლევა მითითებებსაც და უკანასკნელი დავალება მისგან, როგორც „ლურჯი ვეშაპისას" ხდებოდა, თვითმკვლელობის ბრძანებაა!
ყველამ გააფრთხილოს მოზარდები, რომ უბრალოდ, ინტერესის გულისთვის დაწყებული ასეთი ინტერნეტ-თამაში შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეთ!
შსს-მ კი, დროულად გამოიძიოს, ვინ დგას საქართველოში ამ საქმიანობის უკან და სამაგალითოდ, უმკაცრესად დასაჯონ!
მშობლებო მეტი დრო დაუთმეთ შვილებს“
ასეთ განცხადებას ავრცელებს სოციალური ქსელების ერთ-ერთი მომხმარებელი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.