Russian English
პედაგოგთა ხელფასი 1500-1800 ლარი ხდება
პარასკევი, 22 მარტი, 2019 - 16:48
 
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით პედაგოგთა ხელფასების ზრდა ეტაპობრივად განხორციელდება: 
 
„როგორც არაერთხელ დავაანონსეთ, 2019 წლის მაისის თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით.  როგორც განვაცხადეთ,  ხელფასების ზრდა იქნება ეტაპობრივი, დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.