Russian English
განათლების სამინისტრო უცხოეთში არსებულ ქართულ სკოლებს მოემსახურება
პარასკევი, 22 მარტი, 2019 - 17:21
 
დიასპორასთან ურთიერთობის გასაძლიერებლად მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო შეიქმნა
 
„ცვლილებები გამოცდების სისტემაში არის განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. წლების წინ ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესება ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს - სკოლის მიმართ ინტერესის გაზრდა, სკოლებში მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესება, სკოლის გაძლიერება და ხარისხის გაუმჯობესება, დამატებით მომზადების საჭიროების შემცირება, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესება, სკოლების ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა. სისტემის გაუმჯობესების მცდელობა მხოლოდ ასეთი გამოცდების დაწესებით იყო შეცდომა. რეალურად, ზემოთ აღნიშნული შედეგები არ დადგა“ - განაცხადა მინისტრმა.
 
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს ახალი ფუნქცია დაემატა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო, საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის ახალ სამმართველოდ  ჩამოყალიბდა.  
აღნიშნული დაპირება მიხეილ ბატიაშვილმა უცხოეთში მყოფ ქართველებს ცოტა ხნის წინ, საქართველს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის დროს მისცა. მინისტრმა უცხოეთში მყოფ ქართველებს მიმართა, რომ ისინი ქვეყნის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და სწორედ მათთვის, სამინისტროში დიასპორის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ორიენტირებული იქნება მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მათ საჭიროებებზე. 
 
საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერებას, ასევე უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობას. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის კოორდინაციას, სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო დოკუმენტების - შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამების და ა.შ. დოკუმენტების მომზადებას, საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებში, სიმპოზიუმებსა და შეხვედრებში სამინისტროს მონაწილეობას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციასა და ა. შ. სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებაში ხელშეწყობას. 
მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, ქართული დიასპორის წარმომადგენლები უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმძღვანელოებით. გაიხსნება კულტურული ცენტრები, სადაც გაზიარებული იქნება მათი მოსაზრებები და შენიშვნები. ამასთანავე  გაძლიერდება დისტანციური სწავლება. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, გაძლიერდება ელექტრონული რესურსები. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.