Russian English
იხარეთ მძღოლებო! თბილისი-მარნეულის გზატკეცილი გაიხსნა
სამშაბათი, 26 მარტი, 2019 - 17:53
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. 
„ფონიჭალაში, თბილისი-მარნეულის დამაკავშირებელი ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დღეს აღნიშნული ტერიტორია უკვე მთლიანად არის მოწესრიგებული. სამუშაოების ფარგლებში,  ასევე, დაირგო ხე-მცენარეები. ამ ეტაპზე, საგზაო მონიშვნების დახაზვაა დარჩენილი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება და რეაბილიტაცია მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ
სამუშაოების ფარგლებში, ათი მეტრი სიგანის ექვსკილომეტრიან გზატკეცილზე გზის საფუძველი გამოიცვალა და ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო გვერდულები. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, სავალ ნაწილებს შორის ბეტონის ბორდიურით გამყოფი გაზონი და კიუვეტები მოეწყობა.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიები - „ენ სი სი“ და „ჯი არ ჯი“ აწარმოებდნენ. პროექტის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 084 676 ლარი დაიხარჯა. 
კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.