Russian English
რატომ დაუპირისპირდა და რაში ედავება რუსკა მაყაშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იმედს“?
სამშაბათი, 12 აგვისტო, 2014 - 17:12

ტელეკომპანია „იმედის“, კერძოდ კი მეგა-შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ირგვლივ დიდი სკანდალი გორდება. 2012 წლის 31 დეკემბერს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გაიმარჯვეს რუსკა მაყაშვილმა და ოთო ფოლოდაშვილმა. რუსკას დედა, მსახიობი თამარ მაყაშვილი სამშენებლო კომპანია „გუმბათს“ და ტელეკომპანია „იმედს“ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს. მსახიობი Mediacity.ge - თან დუმილს არღვევს და იმ დეტალებზე საუბრობს, რაზედაც მაყაშვილების ოჯახი ტელეკომპანია „იმედს“ ედავება.

- კონკრეტულად, რაში ადანაშაულებთ ტელეკომპანია იმედს“?

- ეს არის შიდა „ნახიმანდრალი “, რომლის დროსაც ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორე. რა მნიშვნელობა აქვს, რუსიკო მოიგებდა ამ პროექტს, თუ ვიღაცა შალვა ან ნათელა. ფაქტი ერთია, რომ ლაპარაკი იყო ბინის თეთრ კარკასზე. თეთრი კარკასი კი ყველამ კარგად ვიცით რასაც ნიშნავს. პრეტენზია ხომ არ მაქვს ავეჯის შედგმა-გამოდგმაზე.  თეთრი კარკასი უნდა დაეხვედრებინათ. გადაფორმება გვიან მოხდა. წინა წელს მშენებლობა არ იყო დასრულებული. წელს რომ მოვიკითხე და ნახაზის მოცემა ვთხოვე, არ მომცეს. სამშენებლო კომპანია მეუბნება, თქვენ და „იმედი“ მორიგდით ყველაფერზეო. დავურეკე ტელეკომპანია „იმედს“ და იქ უკვე ოფიციალურ მათხოვრად მაქციეს.

- რას გულისხმობთ?

-  ისევ სამშენებლო კომპანიაში გადამიმასართეს, სადაც  ბოლოს ასე მპასუხობდნენ „თეთრი კარკასი არა მწვანეო, „სტიაჟკა“ რომ გაგიკეთეთ, მადლობა თქვიო“. მე არავის სამადლობელი არაფერი მაქვს. მინდა გითხრათ, რომ ჩემმა შვილმა აბსოლუტურად დამსახურებულად და მთელი საქართველოს თანადგომით მოიგო ეს პროექტი და ბინა. იცით რაში შევცდი? ორი წლის წინ უნდა ამეტეხა აჟიოტაჟი, საქმე რომ ბოლომდე გაკეთებულიყო. გასაკეთებელია კარ-ფანჯარა, ტიხრები, წყალ-გაყვანილობა. თან ისე გიყურებენ, თითქოს ეს ყველაფერი თავისი ნებით გაჩუქეს. კი არ მაჩუქეს, ეკუთვნოდა რუსკას და მისცეს. რატომ უნდა ვიყო ჩუმად, რის გამო ან ვის გამო? სიმწრით მოგებული აქვს ეს პროექტი. მოგებულს რომ თავი დავანებოთ, აქ ქართველი ხალხია, რომლებიც პურის ფულს იკლებდნენ და რუსკას „სმს“ უგზავნიდნენ.

- ბოლო-ბოლო ვისთან გაქვთ პრეტენზია - ტელეკომპანია იმედთანთუ სამშენებლო კომპანიასთან?

- ყველაზე დიდი პრეტენზია „იმედთან“ მაქვს. ხელშეკრულებას არ მაძლევდნენ იმის გამო, რომ არ ჩამეხედა შიგნით რა ეწერა. ნერვების ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი. სამი კვირა მარბენინეს, მიბარებდნენ 12 საათზე, მოდიოდნენ 4-ზე. ერთი რამ ძალიან მაინტერესებს, ბალაძეს უნდა ელოდებოდეს მაყაშვილი 4 საათი, თუ პირიქით? მე რომ სხვანაირი ვყოფილიყავი, ამას პირველივე დღიდან გავახმოვანებდი. ახლა კი დრო მოვიდა, რომ ყველაფერზე ვილაპარაკო.

 

ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ინტერნეტ ტელევიზიას ხსნის

ხუთშაბათი, 07 აგვისტო 2014 23:07

 

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ზაფხულს უქმედ არ კარგავს, დასასვენებლად არ მიდის და მუშაობს. ახალი სეზონიდან ერეკლე კოდუას ცოლი საავტორო შოუს გარდა, ინტერნეტ ტელევიზიის გაკეთებას აპირებს, რომელიც როგორც თვითონ ირწმუნება, მართალია ნაკლებ პოლიტიკური იქნება, მაგრამ სავარაუდოდ... ვერც დიდ პოლიტიკას გაექცევა.

მიუხედავად იმისა რომ ცხელა და ყველა ვისვენებთ,მე მაინც ვმუშაობ. რატომ? იმიტომ, რომ ვაპირებ ახალი პროექტის დაწყებას. მინდა ვცადო ინტერნეტ ტელევიზიის გაკეთება. მგონია,რომ ეს სივრცე დღეს ყველაზე მეტად საინტერესოა. ვირტუალური სამყარო, რომელიც იქნება ფერადი და საინტერესო რუბრიკებით. არ იქნება სტანდარტული. უკვე შექმნილია დიზაინი და მგონი საინტერესო გამოვა. პოლიტიკა იქნება ცოტა, ისეთი ამბები,რაც რეიტინგს წერს, ბევრი. სახელს ჯერ ვერ გეტყვით,ვერც რუბრიკების დეტალებს, ეს არ იქნება მაღალბიუჯეტიანი. თან ეს გამაბედინა ჩემმა ერთმა პროექტმა, რომელიც წარმატებული იყო, როგორც ბიზნესი. გახსოვთ ალბათ ნანუკას საბავშვო ცენტრი, „თი-ბისი" ბანკიდან ავიღე კრედიტი იმ ბიზნესისთვის და ალბათ,ბანკის წარმომადგენლები დამეთანხმებიან რომ ბიზნესმა კრედიტიც აწია და დასაქმებული ხალხის უზრუნველყოფაც შესძლო. ამიტომ,ისევ გავრისკავ კრედიტის აღებას ამ ბიზნესისთვის. ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რამდენიმე ჟურნალისტთან, თუმცა ვეძებ ახალ სახეებს. ამიტომ,მალე უკვე ოფიციალურად გამოვაცხადებ ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე და იმედი მაქვს ერთად საინტერესო პროექტი გამოგვივა. იმედი მაქვს, მიგულშემატკივრებთ" - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.