Russian English
საქართველოს ყველაზე მშვენიერი მებაღე - 88 წლის მარო ბებო
ოთხშაბათი, 27 მარტი, 2019 - 18:44
მარო ბებოს ბევრი იცნობს და ვინც იცნობს ყველას უყვარს.
ვინც გარდენიაში ყოფილა ბევრს შეუმჩნევია ალბათ, წელში გამართული, ხშირად მომღიმარი, ზოგჯერ ჩაფიქრებული, სარწყავით, კალათით, მაკრატლით ან რომელიმე სამებაღეო იარაღით ხელში, ლურჯი წინსაფრით მებაღე, მუდამ მოფუსფუსე და გამრჯე, გამრჯე როგორც არავინ.
აი, რას წერენ მასზე მებაღეები:
„გარდენიას გახსნის დღიდან ჩვენი თანამშრომელი გახდა.  არავის ქვეყანაზე არ გამოსდის ისე არც მყნობა, არც დარგვა, არც მორწყვა, არც დაჯგუთვა თუ ჩითილის მოვლა, კალმების აჭრა, დაფესვინება და შესაშური სიზუსტით მწკრივებში ჩარიგება ხომ მისი მოგონილია.
მთელი ცხოვრება მებაღედ იმუშავა, ჯერ საბჭოთა მეურნეობაში ბოლო 15 წელი კი ჩვენთან. იმის გარდა, რომ იშრომა, თავდადებულად იშრომა არიგა, აფრქვია გაგვინაწილა სიყვარული, სიკეთე, სიმშვიდე.  მაგალითია ერთგულების და თავგადადებული შრომის. მისი ხელები სულ შრომობენ. 
შარშან შემოდგომას 88 წლის გახდა და გამოგვიცხადა, "სიბერე ძნელი იქნებაო!!!"
წინა კვირამდე სამსახურში ჩვეული შემართებით იარა, კალმებიც ჩააწიკწიკა.
მინდა დიდხანს იცხოვრო მარო ბებო, ჯანმრთელი იყო. იცი მაგრამ, სხვებმაც გაიგონ, ძალიან, ძალიან მადლიერი ვართ შენი და გვიყვარხარ ყველას.“
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.