Russian English
„წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ II ეტაპი დაიწყო
სამშაბათი, 21 მაისი, 2019 - 21:15
„წარმატებული  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
განმცხადებელს  მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
 
განცხადება;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დევნილის მოწმობის ასლი;
ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს  ბოლო  სემესტრის  მონაცემებით);
წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი  გადასახდელი  თანხის  ოდენობა).
 
აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს საშუალოდ 80%-ზე ნაკლები (ნაკლები პროცენტული მაჩვენებლის მქონე პრეტენდენტის განაცხადი არ დაფინანსდება). სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 4 ეტაპად. მეორე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 1 მაისს და გაგრძელდება 30 მაისის ჩათვლით.
 
თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერტიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით. ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: +995  595 34 33 20+995  577 09 22 39.
განცხადებების  მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი:  თბილისი, უზნაძის ქ. N 68. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.