Russian English
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა
პარასკევი, 24 მაისი, 2019 - 19:52
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფახაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ წლების წინათ დადგინდა. ამ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, ყოველწლიურად აღნიშნავს.
წლეულს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 17 მაისს, ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ „რუხი მოლის“ ტერიტორიაზე, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. ხოლო 23 მაისს დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა საზეიმო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე) და კვარტეტი „აფხაზეთი“. მსახიობები გიორგი გასვიანი და მარიამ ჩუხრუკიძე აფხაზეთისადმი მიძღვნილ ლექსებსა და ისტორიული თუ ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ. საღამოს აფხაზეთის ულამაზესი ხედების ვიდეოკოლაჟი გასდევდა ფონად. საღამოს რეჟისორი იყო გოგა თავაძე, ორგანიზატორი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის კულტურისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.
 
დამსწრეთ აფხაზეთის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიტრმა როლანდ ნიჟარაძემ.
ამასთანავე, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის პროექტის „აფხაზეთის ფერების“ ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.