Russian English
დევნილი მოზარდები სანდრო ახმეტელის თეატრში
შაბათი, 25 მაისი, 2019 - 23:02
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი მოზარდები თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლს „ჰელადოსს” დაესწრნენ.
სპექტაკლი ,,ჰელადოსი” ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით აზერბაიჯანელმა რეჟისორმა ირადა გოზალოვამ დადგა.
 
სპექტაკლმა დევნილი მოზარდები კიდევ ერთხელ დააფიქრა იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რომლებსაც ქართველი მწერალი თავის ნაწარმოებებში გადმოსცემდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო დევნილი მოზარდებისთვის მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გამართავს.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.