Russian English
კვირეულის „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ დასკვნითი საღამო გაიმართა
ორშაბათი, 29 აპრილი, 2019 - 16:23

28 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ჩაატარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი კვირეულის დასკვნით საღამო - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“.

საღამოში „აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის - ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ წევრებთან ერთად ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წეროვანის, საგურამოს, სამაჩაბლოს, ზემო აფხაზეთის საჯარო სკოლების მოზარდები მონაწილეობდნენ.

დარბაზში გამოფენილი იყო: ახალგაზრდების ნამუშევრები (ნახატები, ნაქარგები); ამასთანავე გამოვლინდა სასწავლო-შემოქმედებით კონკურსში „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ გამარჯვებული თემები. მათი ავტორები კი სიგელები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა და სხვ. საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო სამსახურის სპეციალისტი ნონა ბერაია.

მეორე დღეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი კვირეულის - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ მონაწილეებისთვის ექსკურსია მოეწყო.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.