Russian English
„ეს მე ვარ, ქართველ პოლიციელებთან ერთად და აქ რუსები უყვართ“
სამშაბათი, 25 ივნისი, 2019 - 18:01
საქართველოში სტუმრად მყოფი რუსეთის მოქალაქე ელენა სეროვა შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
 
„მომისმინეთ, ჩემო კარგებო! არც მოუსმინოთ და არც დაიჯეროთ! მე ახლა აქ ვარ! რა ანტირუსული განწყობა, რა სისულელეა ეს სიტყვა საერთოდ! ქუჩებში კმაყოფილი ტურისტები დასეირნობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ყველა კაფე და რესტორანი გადავსებულია, არარეალური სილამაზეა გარშემო! დღეს ვიყავი პარლამენტის შენობის წინ ერთი საათით ადრე მიტინგამდე. ყველაფერი ისე კარგად არის ორგანიზებული, თითქოს დასავლელი პოპ-ვარსკვლავი აპირებდეს გამოსვლას. მოწყობილია სპეციალური პლატფორმა კამერებისთვის, ჟურნალისტები აღჭურვილობას ამაგრებდენ, წითელ და შავ მაისურებში გამოწყობილი ხალხი რაღაცაზე მსჯელობს. მშვიდად და კეთილგანწყობილად!.. არანაირი ექსტრემიზმი!!! რუსი ტურისტები  ყველას უყვარს და სტუმრად ელიან. სურათი გადავიღე პოლიციელებთან, რომლებიც პარლამენტის წინ წესრიგს იცავენ. თვითონვე იღებდნენ და თავადვე შემომთავაზეს. ისე საწყენია ეს ყველაფერი! ჩვენთან, რუსულ მედიაში მთელი ისტერიაა ატეხილი, გეშინოდეთ ქართველებისო! აქ კი რუსები უყვართ. ის კი არა, ჩვენი ადმინისტრატორი სასტუმროში... ვეუბნებით, „გუდ ივნინგ!“ ინგლისურად  და ის გვპასუხობს „დობრი ვეჩერ“!   და ისე გვიღიმის, 32-ვე კბილი უჩანს. ჩვენს ქვეყანას  არ აქვს დიპლომატიური კავშირი საქართველოსთან. მე დღეს ვნახე დაკეტილი რუსეთის საელჩო. რაც ყველაზე სიმბოლურია, ის ზუსტად უკრაინის საელჩოს მოპირდაპირედ დგას. დღეს ბევრს მიყვებოდნენ იმის შესახებ, როგორ არ შეუძლიათ ქართველებს რუსეთში მოხვედრა. აი, ჩვენ კი თავისუფლად ჩავდივართ მათთან - ყოველგვარი ვიზების გარეშე. საქართველოში სასტუმროები აშენდა, ტურსიტული მარშრუტები შეგვიდგინეს და შუა ტურისტულ სეზონში ჩვენი ქვეყანა ყველა რეისს ცვლის. რატომ? რატომ ვიმტერებთ ყველას? რატომ ვცვლით კინოფესტივალებს და ხმაურს ვტეხთ პრესაში? რაც მე რუსული ტელევიზიით მოვისმინე, მსგავსი არაფერი ხდება აქ. აქ უყვართ რუსი ხალხი, უბრალოდ რუსულ პოლიტიკას არ ეთახმებიან! აქ არ არის რუსოფობია! არ არის უწესრიგობა. გამოფრინდით საქართველოში! ნუ გეშინიათ, უბრალოდ ამჯერად სომხეთის გავლით... “ - წერს რუსი ტურისტი.   
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.