Russian English
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2019 - 18:34

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა და მის ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერა.

წიგნის ფესტივალში საგამომცემლო სექტორთან და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, როგორც უკვე ითქვა, პირველად მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სამინისტროსა და აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მიერ აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნები, ალბომები და ჟურნალები. ეს ფაქტი,  აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნებისადმი მკითველთა ინტერესიც ადასტურებდა.
 
ფესტივალის დღეებში პავილიონს სტუმრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და სხვ.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სოხუმელი მწერლის გურამ ოდიშარიას რომანის „შენთან-უშენოდ“ პრეზენტაცია. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.