Russian English
„კოკა-კოლას თასი - 2019“ აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლამ მოიგო!
ოთხშაბათი, 26 ივნისი, 2019 - 23:08
25 ივნისს, ბათუმის „რაგბი არენაზე“ „კოკა-კოლას თასი 2019“-ის ბიჭების გათამაშების დასკვნითი მატჩები გაიმართა. „კოკა-კოლას“ ეს პროექტი წლეულს საიუბილეო იყო, ის 25 წლის გახდა.
 
2019 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის მე-15 და თბილისი 39-ე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. უძლიერესი გუნდის ტიტულის მოპოვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გუნდმა შანსები უკეთ გამოიყენა და 2:0 დაამარცხა მეტოქე.
 
„კოკა-კოლას თასის“ წლევანდელ გათამაშებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1089 სკოლის 13 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვაჟთა შორის 16-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, გოგონათა შორის კი, გამარჯვებული 12 გუნდს შორის გამოვლინდა.
მატჩების დასრულების შემდეგ გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გუნდებსა და მოთამაშეებს კუთვნილი თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.
 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მადლობა გადაუხადა „კოკა-კოლას“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვისათვის. მან წლევანდელი სეზონის გამარჯვებულს, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გუნდს გამარჯვება მიულოცა და გუნდის თითოეულ მოთამაშეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა უსურვა.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.