Russian English
„ქართველი რომანტიკოსები“ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის სცენაზე
პარასკევი, 28 ივნისი, 2019 - 21:26
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო თემაზე „ქართველი რომანტიკოსები“.  X და XI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ს.რურუას. ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს.
 
მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს დიდი წინაპრების როლები და მსმენელს წარუდგინეს რომანტიკოსთა ის ნაწარმოებები, რომლებიც XIX საუკუნის I ნახევრის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობის გამომხატველი იყო.
 
პოეზიის საღამოს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგს ჩანაფიქრის ასე საინტერესოდ გადმოცემისთვის.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.