Russian English
სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საანგარიშო კონცერტი გამართა
პარასკევი, 28 ივნისი, 2019 - 13:51
სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სახლში საანგარიშო კონცერტი გამართა. კონცერტში მონაწილეობდნენ სასწავლებლის მოსწავლეები და პედაგოგები, რომელთაც თანხლებას უწევდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. კონცერტზე შესრულდა გ. ჰენდელის, ი. ბახის, ვ. მოცარტის, ჯ. ვერდის, ჯ. პუჩინის, რ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის და სხვ. ნაწარმოებები.
 
კონცერტს აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად მუსიკოსები, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სხვ. ესწრებოდნენ. კონცერტის მონაწილეებს და დამსწრეთ მადლობა გადაუხადა დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა დავით ოკუჯავამ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.