Russian English
აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლე კონკურსის „მომავლის ევროპელი“ ერთ-ერთი გამარჯვებულია
შაბათი, 29 ივნისი, 2019 - 12:12
საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გამოცხადებული ესეების კონკურსის - „მომავლის ევროპელი“ – „Imagining the European of the future?“ შედეგები შეჯამდა. 28 გამარჯვებულ მოსწავლეს შორის აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გუგა ხუციძეცაა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფ. ბენდელიანი), რომელმაც დიპლომი ნომინაციაში - „ჟიურის სიმპათია“ და 400- ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი მოიპოვა.
 
გამარჯვებულებს სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გადასცეს.
კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.