„საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ საქართველოს პარლამენტს სთხოვს „ევროპული საქართველოს“ წევრ, დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს მოუხსნას იმუნიტეტი.
20 ივნისს პარლამენტის დარბაზში რუსს დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაპირისპირების დროს აკაკი ბობოხიძემ თქვა:
„მე ვკლავდი თქვენიანებს, ვკლავდი და ისევ მოვკლავ... წაეთრიეთ აქედან... თუ არ წაეთრევით... წადით უკან...", - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, დეპუტატმა ბობოხიძემ სპიკერატის ტრიბუნიდან შეასხა წყალი ასამბლეის სხდომის მონაწილეს.
„საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესმა“ წერილობითი დოკუმენტი გაუგზავნა პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს არჩილ თალკვაძეს. დოკუმენტში საუბარია იმის შესახებ, რომ აუცილებელია ბობოხიძის ქმედებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს და დაეკისროს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 408-ე მუხლით ფასდება.
„საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ არსებობს 2013 წლიდან. მიუხედავად ქვეყნებს შორის პოლიტიკური კრიზისისა, ის ატარებს სხვადასხვა კულტურული და საგანამანთლებლო სახის ღონისძიებებს ქართულ-რუსული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთ მიმართულებად მას აღებული აქვს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა. კონგრესთან ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახური.
ცნობისთვის, 25 ივნისს, რუს დეპუტატთა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ნიკოლაი ზემცოვმა ოფიციალურად მიმართა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს და სთხოვა გადამოწმება, რომ არის თუ არა დეპუტატი კავშირში 1992 -2019 წლების გამავლობაში რუსეთის მოქალაქეების საწინაარმდეგო ქმედებებში. დეპუტატს აზრით აღნიშნული გამცხადება ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის დასრულების შემდეგ კი გრიგორი კარასინმა, აკაკი ბობოხიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ასე გამოეხმაურა.
„...როდესაც ისეთი მოწოდებები ისმის, როგორც ისმოდა მაგალითად თქვენი დეპუტატის მხრიდან, გვარი დამავიწყდა... ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება ისმის. ასეთ სიტუაციაში სახელმწიფომ უნდა აიღოს ინიციატივა და გააკეთოს ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დაზარალდნენ" - განაცხადა გრიგორი კარასინმა.