Russian English
გინეკოლოგი თავდაცვის მინისტრი, ჯარის სკანდალიდან ევროსაბჭოს თავმჯდომარეობამდე
ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2019 - 14:24

„მამაკაცთა 60 წლიანი ძალაუფლების შემდეგ, ევროპული ინსტიტუტების ხელშეწყობით ევროკომისიის უმაღლეს პოსტებს ქალებიც დაიკავებენ“ - წერს Guardian
ასე და ამრიგად, ევროკომისიამ განაახლა ლიდერთა სია. 
ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარე - დონალდ ტუსკი ზეიმობს: „მე ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც იქნა, ევროპა - ეს ქალია და მას სახელად ურსულა ჰქვია. ვფიქრობ, რომ მოლოდინი ამ შედეგად ღირდა“. 
გერმანიის თავდაცვის სამინისტროში, რომელსაც მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენიხელმძღვანელობდა, ასევე ზეიმობენ, მაგრამ სრულიად სხვა მიზეზისდა გამო. ზეიმობენ ურსულას მოშორებას, რომელმაც, მათი აზრით, ჯარი და სამხედრო სფერო კატასტროფულ კრიზისამდე მიიყვანა

გინეკოლოგობიდან პოლიტიკაში

ურსულა ფონ დერ ლაიენი 60 წლის არის და შვიდი შვილი ჰყავს. იგი დღემდე რჩება ანგელა მერკელის ერთგულ მხარდამჭერად. დაიბადა ბრიუსელში, მაგრამ 13 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. 
სწავლობდა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, მაგრამ შემდეგ ექიმის პროფესია აირჩია და გინეკოლოგად გადაკვალიფიცირდა. გერმანულის გარდა თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. 
პოლიტიკაში ურსულა ფონ დერ ლაიენი ორმოც წელს გადაცილებული მოვიდა და პოლიტიკურ აღმასვლასაც არ დაუხანებია. მისი პოლიტიკური კარიერა ქვემო საქსონიის პარლამენტში დაიწყო. 2005 წელს კი სათავეში ჩაუდგა ოჯახის, ქალთა, ახალგაზრდობის და ხანდაზმულთა სამინისტროს ანგელა მერკელის პირველ კაბინეტში. იქიდან მოყოლებული იგი ყოველთვის მერკელს ედგა გვერდში მისი ყოველი წამოწყებისას. 

მერკელის შემდგომ, კაბინეტში ფონ დერ ლაიენს წილად ხვდა შრომის მინისტრის სავარძელი, 2014 წელს კი, იგი გახდა თავდაცვის პირველი ქალი-მინისტრი. 
სამხედრო სფერო კონსერვატულია. ფემინისტების დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, ის ძირითადად მამაკაცებისგან შედგება. ბუნებრივია, ურსულა ფონ დერ ლაიენს დასაწყისში ძალიან გაუჭირდა. 
თავიდან ბუნდესვერის ყველა პრობლემას იგი წინა ხელისუფლებას აბრალებდა, მაგრამ სამინისტროს სათავეში ხუთწლიანი ყოფნის შემდეგ, ეს არგუმენტები მთლად დამაჯერებლად აღარ ჟღერდა. 
სამხედრო ეპოლეტებიან ხალხთან საერთო ენის გამონახვა მას არ გამოუვიდა - როგორც მისი ყოფილი მრჩევლები ამბობენ, მმართველობის სტილის გამო. სამხედროებთან შეხვედრა ხშირად ფოტოსესიად იქცეოდა, სადაც თავდაცვის მინისტრი წარმოდგენილი იყო დრამატულ პოზაში სამხედრო ტექნიკის ფონზე. 

„ბუნდესვერის კატასტროფული სიტუაცია“ - ასე აღწერა ჯარში არსებული მდგომარეობა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის დამტკიცებამდე რუპერტ შოლცმა, რომელიც ჰელმურტ კოლის მმართველობისას თავდაცვის მინისტრი გახლდათ. 
2019 წლის იანვარში (ანუ, ორი წლის შემდეგ მას მერე, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ხარჯები გაიწია თავდაცვაზე და რომელიც „ნატოს“ სტანდარტებს მაინც ვერ მიუახლოვდა), ბუნდესტაგს წარედგინა ანგარიში ჯარში არსებულ ვითარებაზე. 
აღმოჩნდა, რომ გერმანელ სამხედროებს ავღანეთში უწევდათ სამოქალაქო ვეტმფრენების გამოყენება, რომ კატასტროფულად არ ჰყოფნიდათ ბრონეჟილეტები და უწევდათ თხოვება სხვა ქვეყნის სამხედროებისგან. 
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მძიმე ტექნიკა აღმოჩნდა. ყოველივე ამის მიზეზი კი ის ბიუროკრატია იყო, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ვერ მოერია. 
თავდაცვის სამინისტროს ბუღალტერიიდან ამოიღეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 1958წელს აგებული სასწავლო იალქანის „გორხ ფოკ II“-ის აღჭურვილობა, დაგეგმილი 10 მილიონი ევროს მაგივრად ფონ დერ ლაიენს 135 მილიონი ევრო დაუჯდა. 
სხვათაშორის, ამ და სხვა ამბებს გერმანიის პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტი დღემდე იკვლევს. 

ოპოზიცია არა ერთხელ მოუწოდებდა ფონ დერ ლაიენს დაეტოვებინა თავდაცვის მინისტრის პოსტი, მაგრამ ამაოდ. თუ რამდენიმე წლით ადრე მას ლამის ანგელა მერკელის შემცვლელად მოიაზრებდნენ, თავდაცვის სამინისტროს სკანდალის შემდეგ, იგი ათ პოპულარულ პოლიტიკოსების სიაშიც ვერ შევიდა. 
„ფონ დერ ლაიენი - ჩვენი ყველაზე სუსტი მინისტრია. როგორც ჩანს, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გახდე ევროკომისიის თავი“ - ასეთი განმარტება გააკეთა ევროპარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მარტინ შულცმა. 
აქვე დავძენთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროსაბჭოს დიდი ფედერალიზაციის მომხრეა, გფრ (გერმანიის ფედერაცია) ან შვეიცარიის მსგავსად, ასევე საერთოევროპული ჯარისა. 
პრინციპში, ბერლინი მიესალმება იმ ფაქტს, რომ თავიანთი თავდაცვის მინისტრი დროზე გაამგზავრონ ბრუსელში, შორს ქვეყნის შიდა პოლიტიკიდან. რაც შეეხება ფონ დერ ლაიენისმფარველ ანგელა მერკელს, იგი 2021 წელს აპირებს დატოვოს პოსტი და ჩააბაროს ის პირადად შერჩეულ მემკვიდრეს - ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.