Russian English
რატომ არის მამაკაცთა სუიციდი უფრო ხშირი, ვიდრე ქალთა თვითმკვლელობები?
ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2019 - 12:28

სუიციდი საკმაოდ დელიკატური და რთული საკითხია, რომელიც ბევრ მიზეზს მოიცავს. ერთ-ერთი რთული საკითხი კი გახლავთ შემდეგი - რატომ არის ასეთი დიდი განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის სუიციდის საკითხში. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქალებს უფრო ხშირად უსვამენ დეპრესიის დიაგნოზს. 
მთელს მსოფლიოში სტატისტიკა ერთია: ქალები უფრო ხშირად იტანჯებიან დეპრესიისგან, უფრო ხშირად სურთ თავის მოკვლა, მაგრამ სუიციდი მაინც მამაკაცთა შორის უფრო მეტია. რატომ? 
სამწუხაროდ, თვითმკვლელობები იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, 2016 წელს (ეს გახლავთ ამ თემაზე ყველაზე გლობალური სტატისტიკა), მსოფლიოში ჩადენილ იქნა 793 000 თვითმკვლელობა. მათი უმეტესობა - მამაკაცებია. 
დიდ ბრიტანეთში სუიციდების რიცხვი ყველაზე დაბალია 1981 წლიდან მოყოლებული - 15,5შემთხვევა 100 000 ადამიანზე. 
ამის მიუხედავად, თვითმკვლელობა კვლავ რჩება 45 წლამდე მამაკაცთა პრობლემად. გენდერულ რღვევასაც ვერსად გაექცევი. ბრიტანელ ქალებს შორის სუიციდი მესამედია მამაკაცებთან შედარებით - 4,9 შემთხვევა 100 000 ადამიანზე. 
სხვა ქვეყნებშიც იგივე სიტუაციაა. ავსტრალიაში მამაკაცები სუიციდით კვდებიან სამჯერ ხშირად, ვიდრე ქალები. აშშ-ში - 3,5 ჯერ ხშირად, რუსეთსა და არგენტინაში - 4-ჯერ ხშირად. 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები უჩვენებენ, რომ ქვეყანაში 40%-ს კიდევ უფრო შემაშფოთებელი მაჩვენებელი აქვს: 15 სუიციდზე მეტი 100 000 მამაკაცზე, აქედან მხოლოდ 1,5% ქვეყნებში აქვთ მსგავსი მაჩვენებელი ქალებს. ეს უკვე მრავალწლიანი ტენდენციაა. 

რატომ იტანჯებიან მამაკაცები? 

კიდევ ერთი დეტალი - ქალები უფრო ხშირად მიმართავენ თვითმკვლელობის მცდელობას. მაგალითად. აშშ-ში ზრდასრული ქალები ამას აკეთებენ 1.2-ჯერ ხშირად, ვიდრე მამაკაცები. 
სამაგიეროდ, მამაკაცებს მეთოდები ბევრად რადიკალური აქვთ, რის გამოც სასწრაფო დახმარების აღმოჩენა ვერ ხერხდება. 
ფსიქოლოგები ერთ-ერთ მიზეზად თვლიან იმას, რომ ბიჭებს ბავშვობიდანვე აჩვევენ, არ გამოხატონ ემოციები, ვინაიდან ემოციების გამოხატვა ეს არის „სისუსტე“
მამაკაცები ქალებზე იშვიათად მიმართავენ ფსიქოთერაპევტს. ყველაზე საგანგაშო ის გახლავთ, რომ ამის ნაცვლად მამაკაცთა უმეტესობა ამჯობინებს თვითმკურნალობას მიმართოს. 
მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მიმართონ ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს. ეს დეპრესიას ვერ შველის და უბიძგებს მათ თვითმკვლელობისკენ. ცნობისთვის, ალკოჰოლიზმი სუიციდის ერთ-ერთი ფაქტორია. 
სხვა ფაქტორებს განეკუთვნება ოჯახი და სამსახური. მაგალითად, ეკონომიკური კრიზისის დროს მატულობს უმუშევართა რაოდენობა, მასთან ერთად კი თვითმკვლელობის მცდელობები - როგორც წესი, აღნიშნული ტენდენცია იწყება ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან 1,5-2 წლის შემდეგ. 
2015 წლის ერთ-ერთ კვლევაში აღნიშნული იყო, რომ უმუშევრობის მატების ყოველ ერთ პროცენტზე მატულობს სუიციდის ალბათობა 0,79%-ით. 
რისკის კიდევ ერთი ფაქტორი გახლავთ მარტოობა, საზოგადოებისგან იზოლირებულობა, წერს ექიმი ტომას ჯოინერი თავის წიგნში „რატომ იკლავენ ადამიანები თავს“. 
რა არის ამ პრობლემისგან თავის დაღწევის საშუალება?! ასეთ რთულ პრობლემას არ აქვს ადვილი გამოსავალი. მაგალითად, ავსტრალიაში აქტივისტთა ჯგუფი თავად ცდილობს შეცვალოს შეხედულებების სისტემა. მათი ერთ-ერთი ინიციატივა გახლავთ დღე „წესრიგში ხარ?“ (RU OK? day), რომლის დროსაც ხალხს მოუწოდებენ საუბარში შევიდნენ მათთან, ვინც იტანჯება და ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობს თავს. 

ასევე, ავსტრალიაში მუშაობს პროგარმა „მშენებლობის მეგობრები“ (Mates in Construction )- ამ სფეროში ძალიან დიდია თვითმკვლელობათა რიცხვი. 
სუიციდთან ბრძოლის კიდევ ერთი მოტივაცია გახლავთ, რამდენად დიდი დარტყმა იქნება ეს ახლობლებისთვის. „პროექტი 84“ (კამპანიას ეს სახელწოდება ეწოდა იმიტომ, რომ ბრიტანეთში ყოველ კვირა 84-მდე მამაკაცი იღუპება სუიციდისგან) სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. 
როდესაც ცნობილ „თვითმკვლელთა ხიდს“ ბრისტოლში დაუყენეს ბარიერები, აღმოჩნდა, რომ სუიციდების რიცხვი შემცირდა 
ბრიტანეთში, 2018 წელს მთავრობამ ინიცირება გაუკეთა კანონს, რომ შექმნილიყო მინისტრის პოსტი თვითმკვლელობის აღმოსაფხვრელად - პირველად ქვეყანაში. 
ამ და სხვა მიზეზებმა გამოიღო ის ნაყოფი, რომ ბრიტანეთში შემცირდა სუიციდის რიცხვი, ვინაიდან ეს იქცა ნაციონალურ პრობლემად. 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.