Russian English
სოკარს რა უხარიაო? რა შუაშია თბილისის მერი აზერბაიჯანის დიპლომატიასთან
კვირა, 08 სექტემბერი, 2019 - 17:09
წესით და რიგით, აზერბაიჯანს მედალი ცოტა დაუგვიანდა და როვა ენერგეტიკის მინისტრი  ბრძანდებოდა კახი კალაძე, აი მაშინ რომ გადაეცა,  ეს კითხვა ალბათ არ დაისმებოდა. მაგრამ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.  მოკლედ, თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. დედაქალაქის მერს ჯილდო აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა გადასცა. 
 
დურსუნ ჰასანოვის განცხადებით, კახა კალაძეს მედალი და საპატიო ორდენი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე თბილისსა და ბაქოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გამო გადაეცა. 
თუ რომელიმე თბილისელმა ეს თანამშრომლობა იგრძნო, დაე შეგვაჩვენეთ!  ვახდენთ ციტირებას:
 
„აზერბაიჯანის სახელმწიფო, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ყოველთვის აფასებდნენ ბატონი კახა კალაძის მიღწევებს. იგი, მერის რანგში, დღესაც აგრძელებს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობასა და თანამშრომლობას. აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ბატონი მერი დაჯილდოვებულია „აზერბაიჯანის დიპლომატიური ორდენით,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში.
 
ახლა, კალაძის პასუხიც მოისმინეთ:
„ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ეს ჯილდო, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩემ მიერ შეტანილი წვლილისთვის გადმომეცა. მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასეთი ჯილდოსთვის. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, რომელშიც გათვალისწინებული იყო საქართველო-აზერბაიჯანის ინტერესები. მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ხდება. აზერბაიჯანი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება“.
ერთი პატარა დეტალი - მერიის მიერ დააგზავნილ პრეს-რელიზებში „სუ-უ-ლ“ ბოლოში მოკრძალებით იყო მიწერილი, რომ შეხვედრას “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელი მახირ მამედოვი დაესწრო. არადა, საქართველოში „სოკარის გარდა“ სხვა მსხვილი აზერბაიჯანული კომპანიებიც  მოღვაწეობენ.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.