Russian English
ხევსურები სამურაების პირისპირ რუსეთ-იაპონიის ომში
ორშაბათი, 09 სექტემბერი, 2019 - 20:33
„ბოლოს სამურაელთა კასტის წარმომადგენელი შებმია ხევსურს, მაგრამ ლიქოკელთან მიახლოება და ხმლის მოქნევა ვერც მოუსწრია, ისე აუკუწავს ლიქოკელს იაპონელი სამურაი".
 
მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1903 წელს რუსეთმა მანჯურიის ოკუპაცია მოახდინა, რამაც მეტად გააღიზიანა იაპონიის საიმპერატორო კარი, ვინაიდან მანჯურიას საკუთარ სამფლობელოდ მიიჩნევდა. საპასუხოდ, 1904 წლის 27 იანვარს, იაპონური ფლოტი მოულოდნელად დაესხა თავს პორტ-არტურში მდგარ რუსულ სამხედრო ესკადრას და გაანადგურა.
 
იაპონელი პოლკოვნიკი ნაკამურა ხარაგუჩი თავის მემუარებში წერს:
„შენობის ბოლო სართულზე ჩემი მეომრები მტრის მეომრებს წააწყდნენ და დაიწყო ბრძოლა. მე ჩემს თავს პროფესიონალ მოფარიკავედ ვთვლი და ორთაბრძოლის უამრავ სტილს ვფლობ, მაგრამ ის ილეთები, რომლებსაც მტრის მებრძოლები იყენებდნენ, არასოდეს მინახავს. ისინი იბრძოდნენ მშვიდად, ყურადღებით აკვირდებოდნენ მტრის მოძრაობებს და ერთ შანსსაც კი არ უშვებდნენ სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინათ მოწინააღმდეგისათვის. ისინი ნამდვილი მებრძოლები იყვნენ. ეხლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ძალიან განვიცდი, რომ ჩვენ შევხვდით როგორც მტრები და არა როგორც მეგობრები. შემდგომში, მე გავიგე რომ ეს განსაცვიფრებელი მებრძოლები კავკასიიდან იყვნენ."
 
მაშინდელ რუსულ პრესაში ეს ამბავი სხვანაირად იყო აღწერილი. გაზეთები წერდნენ, რომ რუსებმა ( ხევსურებმა) სასტიკ ბრძოლაში დაამარცხეს სამურაები და მოხსენიებულია ვინმე ლიქოკელი, რომელმაც სამურაების ოცეული მარტომ გაანადგურა. იაპონელი პოლკოვნიკი კი წერს, რომ ისინი ოთხნი იყვნენ, სამი მათგანი დაიღუპა, ხოლო მეოთხე დაჭრილი ჩაიგდეს ტყვედ. ის სამი მოკლული ყველა სამხედრო პატივის მიგებით დაკრძალეს ქალაქ კორსაკოვოში, ხოლო ტყვე დაჭრილ ხევსურს, ბეჟიტა ყურაულს, უმკურნალეს და ტყვე იაპონელში გაცვალეს. ყურაული შემდეგ 1937 წელს დააპატიმრეს და მისი კვალი გაქრა.
ეს შემთხვევა ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში, ალბათ, ერთადერთია, როდესაც ქართული სკოლა იაპონურს დაუპირისპირდა და ეს პაექრობა პირველის აშკარა უპირატესობით დასრულდა.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.