Russian English
აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ცხოველთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ
პარასკევი, 04 ოქტომბერი, 2019 - 23:13
4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1931 წელს აშშ-ში, ფლორენციაში, ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე დაწესდა და მას მსოფლიოს ცივილიზებული ყველა ქვეყანა აღნიშნავს. ბევრგან ამ დღეს იმართება აქციები ცხოველთა დაცვის მოთხოვნით.
ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების სამსახურის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები თბილისის ზოოპარკს ეწვივნენ და დაათვალიერეს. შემდეგ მათ თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა სოლიდარობის სახლში გადაინაცვლეს და ორი ძაღლის პატრონობის სურვილი გამოთქვეს. მოზარდებს თან ახლდა სამინისტროს სახელოვნებო განათლების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნონა ბერაია.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.