Russian English
საქართველოს რეგიონული ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატის სოხუმის ,,დინამოს“ გამარჯვებით დამთავრდა
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი, 2019 - 23:26
2019 წლის 2 ოქტომბერს, სოხუმის ,,ცხუმსა“ და სოხუმის ,,დინამოს“ შორის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატის კალენდარული მატჩი გაიმართა. მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და გაიმარჯვა სოხუმის ,,დინამომ“ (ანგარიშით 3-1).
 
მატჩის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა მატჩი შეაფასა და სოხუმის ,,დინამოს“ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა.
აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.