Russian English
აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ მექსიკაში, სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალზე იმღერებს
სამშაბათი, 01 ოქტომბერი, 2019 - 23:29
2019 წლის 8 დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით (ელჩი - ზურაბ ერისთავი), და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, მექსიკის შეერთებულ შტატებში, სერვანტინოს (გუანახუატოს) რიგით 47-ე საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება. სერვანტინოს (გუანახუატოს) ფესტივალი ამერიკის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. 
 
სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მექსიკაში  ანსამბლ ,,შავნაბადას“ გამგზავრების თაობაზე არჩევანი, თავად ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის, მექსიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივით გაკეთდა.
ანსამბლი მექსიკელი საზოგადოების წინაშე 2 კონცერტით წარსდგება, 10 ოქტომბერს გუანახუატოში, ხოლო   12 ოქტომბერს ქალაქ მეხიკოში, რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში, სადაც მექსიკაში  ერთ-ერთ ყველაზე დიდ კუტლურის ცენტრია განთავსებული. 
აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ "შავნაბადასთვის" ამ მასშტაბურ ფესტივალზე გამოსვლა, მეტად საპასუხისმგებლო და ძვირფასია,  რადგან მექსიკა ერთ-ერთი მნიშნველოვანი პარტნიორი სახელმწიფოა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთს საქართველოს ნაწილად აღიარებს.
წლების განმავლობაში ,,შავნაბდას“ ,,წყალობით“ უამრავ ქვეყანაში გაიცნეს ქართული მუსიკალური კულტურა, შეიყვარეს და შეისწავლეს კიდეც.
ფესტივალზე ანსამბლი ,,შავნაბადა“ 20 მდე სიმღერას შეასრულებს, მათ შორის ტრადიციულ საგალობლებს, ქართულ-აფხაზურ ხალხურ და  კომპოზიტორების მიერ შექმნილ ცნობილ სიმღერებს.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.