Russian English
აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ
ორშაბათი, 30 სექტემბერი, 2019 - 23:42
29 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები და აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ. მოსწავლეებმა, გიდის თანხლებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური და შუა საუკუნეების საგანძური, საქართველოს არქეოლოგიისა და ქვის ხანის საქართველოს დარბაზები და საქართველოს ოქროს ფონდი დაათვალიერეს; ხელოვნების მუზეუმში კი - გამოჩენილი ქართველი მხატვრების - ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის მუდმივმოქმედი ექსპოზიციები.
მოსწავლეებს ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი გელენავა და მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია, ასევე მშობლები და პედაგოგები.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო დ მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს თანადგომისათვის.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.