Russian English
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2019 - 00:40
როგორც აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში, ასევე მეორე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. ზეიმი გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ. მან აღნიშნა, რომ სკოლა ყოველ ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება და ამ მხრივ არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. მან ამისთვის მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ამერიკელ ინვესტორებს. ახალი სასწავლო წლის დაწყება დამსწრე საზოგადოებას ასევე მიულოცეს ამავე სკოლის დირექტორის მოადგილემ ჟანა ცხომარიამ და სკოლის ამაგდარმა პედაგოგმა სონია სონგულიამ.
 
სკოლას სტუმრობდა და მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ და მათ წარმატებული და შემოქმედებითად ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
ზეიმზე უფროსკლასელებთან ერთად თავს იწონებდნენ პირველკლასელები, რომლებსაც ტრადიციულად საჩუქრად ნეთბუკები და წიგნები გადაეცათ.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.