Russian English
,განათლების ხელშეწყობის პროგრამა“ აფხაზეთის საჯარო სკოლებში
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2019 - 13:23
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური, ,,განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წარმატებით აგრძელებს ქვეპროგრამას - ,,კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“. ქვეპროგრამა მოსწავლეებს ეხმარება მომავალი პროფესიული საქმიანობის გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში.
 
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაეუფლონ სხვადასხვა სახელობო პროფესიის (ჭრაკერვა, გობელენი, ხეზეკვეთა, ძერწვა, მინაზე ვიტრაჟულიხატვა და სხვ. პირველად უნარ-ჩვევებს, გაერკვნენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებში.
 
წლეულს ქვეპროგრამის პროფესიათა ჩამონათვალი გაფართოვდა. კერძოდ, აფხაზეთის №5 და №11 საჯარო სკოლებში დაემატა ახალი მიმართულება - აკრილის საღებავის ტილოზე დასხმით აბსტრაქციული ხატვის სწავლება და ქართული ხალხური ხალიჩის ქსოვის ტექნიკის პირველადი უნარ-ჩვევების დაუფლება. ამ სიახლემ მოზარდებში დიდი პოპულარობა და ინტერესი გამოიწვია.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.