Russian English
აფხაზეთის ღია ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2019 - 21:07
2019 წლის 8-10 ნოემბერს, სსიპ აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხადაჭერით სპორტკომპლექს „მართვე“-ში ჩატარდა აფხაზეთის ღია ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2006-2007 წ.წ და 2008-2009 წ.წ დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
 
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის სსიპ აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორი და სომხეთის რესპუბლიკის გუნდი, სულ 110 სპორტსმენი.
 
ღია პირველობა ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა: 2006-2007 წ.წ. ხუთ და 2008-2009 წ.წ. შვიდ წონით კატეგორიაში.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ამასთანავე, საქართველოს ფალავნის ნესტორ ესებუას სახელობისა და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, სპორტის ოსტატის მურთაზ გაბიზაშვილის სახელობის თასები, ტურნირის საუკეთესო მოჭიდავეებს ბექა კვირაიას და ირაკლი ბაცაცაშვილს გადაეცათ.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.