Russian English
აფხაზეთის განათლებისა კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის წლის საუკეთესო მასწავლებლებს მიღება მოუწყო
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2019 - 12:12
ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებიას და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლებს მიღება მოუწყო.
 
შეხვედრის დასაწყისში დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ. მან ქვეყნის განვითარებაში ზოგადად პედაგოგების წვლილზე ისაუბრა და კონკრეტულად კი ხაზი გაუსვა აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგების იმ განსაკუთრებულ როლს, რაც მათ დევნილობამ დააკისრა. შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს სიგელი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის გადასცა თბილისის №137 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს ლელა ჯიჯელავას. სამინისტროს შესაბამისი სიგელები და საჩუქრები გადაეცათ აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ჟენია გასვიანს, მარო გამყრელიძეს, ვაჟა მარგველანს, რაისა სონგულიას, თინა ყურაშვილსა და ელენა ფხაკაძეს; აფხაზეთის წლის საუკეთესო პედაგოგებს: აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ფოთოლა ბენდელიანს, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს სოფიო გოგოხიას; აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს ქეთო კახიანს.
 
შეხვედრაზე მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.