2019 წლის 27 ნოემბერს, 10 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში (ათონელის №9) სამეცნიერო კონფერენციას „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ მართავს.
კონფერენციის ორგანიზატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური.