Russian English
ნუბარაშენის ფსიქიატრიულის საავადმყოფოს პაციენტებმა შიმშილობა გამოაცხადეს
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2019 - 16:47
მანამდე, ორი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუბარაშენის ფსიქიატრიული კლინიკის მე-7 სპეციალურ განყოფილებაში შეიქმნა მძიმე ვითარება 50 პაციენტის შიმშილობასთან დაკავშირებით. 
 
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მოუწია ახსნა-განმარტების მიცემა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ნუბარაშენში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.
ცენტრის დირექტორი სერგი ხაჩატრიანი ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს, რომ პაციენტების შიმშილოპბის მიზეზი გახდა მოთხოვნა, რომ ნება დართონ მიიღონ სახლიდან გამოგზავნილი საკვები.
დირექტორმა იქვე განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ცენტრის ხელმძღვანელობამ მიიღო პაციენტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. კერძოდ, ოჯახის წევრებს და ნათესავებს მას მერე შეეზღუდათ  პაციენტებისთვის საკვების მიწოდება, რაც ბოლო თვეში რეგიონში ნაწლავური ინფექციის აფეთქება დაფიქსირდა.
შიმშილობის გამოცხადებისთანავე ნუბარაშენის ფსიქიატრიულ ცენტრში მივიდნენ ომბუდსმენის წარმომადგენელი და პოლიცია (ყოველ შემთხვევისთვის). ყველა პაციენტმა მიიღო საკვები და უარი თქვა შიმშილობის გაგრძლებაზე.
 
აი, როგორ დამთავრდა მოლაპარაკება ანუ დართავენ თუ არა ნებას პაციენტებს სახლიდან გამოგზავნილი  საკვების მიღების, ჯერ უცნობია.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.