Russian English
კახა კალაძე საახალწლო ნაძვის ხის მოსანახულებლად იტალიაში ჩავიდა
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2019 - 18:39

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლოდ შეკვეთილი ნაძვის ხისა და ილუმინაციების სანახავად იტალიაში იმყოფება. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ,  დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია:

„კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა. კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე”, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

2019 წელს ნაძვის ხის, გასანათებელი მოწყობილობებისა და საშობაო ნაძვის ხის ნათურების შესაძენად თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებულ 3 სხვადასხვა ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, რომლისგანაც 2018 წელს თბილისს უკვე ნაყიდი ჰქონდა 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ნაძვის ხის ნათურები, ლამპრები და სანათი ნივთები.

პარალელურად, 15 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, ევროტურის ფარგლებშია, მილანში ჩავიდა. 16 ნოემბერს დიმიტრი მედოევმა მიიღო მონაწილელბა ,,მეგობრობის ასოციაციის" საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იტალიაში მაურო მურდჟიმ აღნიშნა, რომ იტალიაში არის ინტერესი სამხრეთ ოსეთის კულტურასა და ისტორიის მიმართ.

ასოციაციის ამოცანაა კონფერენციების და მრგვალი მაგიდის გარშემო შეხვედრების ორგანიზება, რა დროსაც მოხდება ალანების ისტორიის გაცნობა. ასევე მოხდება ორი ქვეყნის მეწარმეების დაკავშირება. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევი თავის გამოსვლაში მიესალმა ასოციაციის შექმნას და უსურვა წარმატება, რაც იტალიასა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობის გამყარებას გულისხმობს.

მოკლედ, საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას, ნაძვის ხის კი არა, საკუთარი შვილებისთვის საახალწლო ტკბილეულის შეძენის ფული  აქვს, დედაქალაქის  მერი იტალიაში ჩადის მორიგი მილიონიანი ნაძვის ხე კარგად რომ დაათვალიეროს... ტრანსპორტირებამდე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კი დიპლომატებს ხვდება და მემორანდუმის ხელშეკრულების აწერს ხელს.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.