Russian English
აფხაზეთის ღია ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში
სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019 - 18:54
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ჭიდაობის დარბაზში ჩატარდა აფხაზეთის ღია ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 2004-2005-2006 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
ტურნირში საქართველოს რეგიონების 21 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთი გუნდი, სულ 120 სპორტსმენი.
 
ტუნნირს ესწრებოდა აფხაზეთის მკვიდრი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე.
აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის სპოტსმენებმა მოიპოვეს 2 - მეორე და 3 -მესამე ადგილი. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
აგრეთვე დაწესებული იყო სამი სახელობითი თასი: საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას და გურამ გაბესკერიას სახელობის თასები, ასევე სპორტის ოსტატის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის არმაზ შენგელიას თასი, რომლებიც ტურნირის საუკეთესო მოჭიდავეებს თემურ ქოჩქიანს, გიგა წიკლაურსა და ლაშა ლომიძეს გადაეცათ.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.