Russian English
ბაქოში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი გაიმართა
პარასკევი, 06 12, 2019 - 20:39
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი ქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა. კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მსმენელის წინაშე ქართული და უცხოური კომპოზიციებით წარსდგა.
 
კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ მიმართეს.
 
კონცერტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.