Russian English
(VIDEO) გახდება თუ სალომე ზურაბიშვილი ტაქსის მძღოლი ნორვეგიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის მსგავსად
სამშაბათი, 17 12, 2019 - 15:24
„ხალხთან ახლოს“ - ასეთი დევიზით მიუჯდა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იენს სტილტენბერგი ტაქსის საჭეს.
იგი ასე მოიქცა საპარლამანეტო არჩევნების წინ, რათა  სრულიად ინკოგნიტოდ გაეგო და მიეღო ინფორმაცია ხალხისგან ქვეყანაში არსებული მდგომაროების შესახებ. მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოკამერა ყველაფერს აფიქსირებდა. ზოგმა მგზავრმა ამოიცნო სახელმწიფოს თავი, ზოგმა - ვერა. თუმცა, მოგვიანებით თითქმის ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი დიდი ვერაფერი მძღოლი იყო.
თავად სახელმწიფოს მეთაურმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ 8 წელია საჭესთან არ მჯდარა და ცოტა დამავიწყდაო.
 
არჩევნები ჩვენც გვიახლოვდება. საინტერესოა, არ უნდა სალომე ზურაბიშვილს ტაქსის მძღოლობა  შეითავსოს ნორვეგიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის მსგავსად? არ უნდა იყოს ცუდი იდეა!
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.