Russian English
2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული რამდენიმე ახალი რეგულაცია.
ხუთშაბათი, 02 იანვარი, 2020 - 21:29
დღეიდან მძღოლები ვალდებული არიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი, რომელიც გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ.
 
ამასთან, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი იცვლება. ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება. ამ კატეგორიის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი ფიქსირებულად იქნება 100 ლარი.
 
Copyright (c) 2010. RFE/RL, Inc. გადაბეჭდვის ნებართვა მიღებულია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისგან, 1201 Connecticut Ave., N.W. Washington DC 20036.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.