Russian English
2020 წლიდან თბილისში „მარშუტკები“ აღარ ივლიან - რითი ჩაანაცვლებს მათ მერია
ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2020 - 15:17
თბილისის მერიამ მიკროავტობუსების კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება ისე, რომ მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება. თბილისის მერის -  კახა კალაძის განმარტებით, მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოეწურათ. სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრობა და გამონაბოლქვი. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება-განახლება იმ პროცესის პარალელურად, რომელიც თბილისის მერიას აქვს დაწყებული ახალი ავტობუსების შემოყვანით და ავტოპარკის აღდგენით. მერიამ შეთანხმებას მიაღწია კომპანიასთან და მიკროავტობუსების ნაცვლად მოხდება ახალი ავტობუსების შემოყვანა 
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვასთან დაკავშირებით.  
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.