Russian English
ვიტირე! ეკატერინე უგრეხელიძე - ლუგარის ლაბორანტი
შაბათი, 21 მარტი, 2020 - 16:08
ამ მძიმე დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის მხარდაჭერაა. ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი ეკატერინე უგრეხელიძე რიგითი ქართველი ტაქსის მძღოლის მიმართ მადლიერებას შემდეგი სიტყვებით გამოხატავს.
„რომ არ დავწერო, არ შემიძლია. ტრანსპორტის სიმცირის გამო, დღეს ტაქსით მომიწია სამსახურში წასვლა (ლუგარში). აქ მუშაობთო, მკითხა ტაქსის მძღოლმა. კი-მეთქი, ვუპასუხე. მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო, ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო. შუა ხნის მამაკაცი იყო. გული ისე ამიჩუყდა. მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. საოცარი. აი, ასეთი ადამიანების წყალობით გადავიტანეთ ალბათ ამდენი გაჭირვება. ამ „ბრძოლასაც“ (როგორც მან უწოდა) გადავიტანთ“ - წერს ეკატერინე უგრეხელიძე.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.