Russian English
მეუფე იოსები: „არაფრით არ შეიძლება წირვის შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის“
ორშაბათი, 30 მარტი, 2020 - 20:20
„არაფრით არ შეიძლება წირვის შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას.
 
ვიღაცეები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბაპტისტებივით და ა. შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში. ეს რომ ვქნათ, კაცობრიობა დაასრულებს თავის არსებობას. პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, რომ ქრისტეში ვირუსი შევა? არც ხატებთან და ჯვართან მთხვევით ვირუსი არ გადავა, მაგრამ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა შევასრულოთ.
 
ახლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას, რომ მოგვაშოროს ეს საშინელი სენი.
 
ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, ვისაც მიწები გაქვთ, დათესეთ რამე, რომ საკვები გქონდეთ. ეს ვირუსი ხელოვნურია და იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს მსოფლიოში.“
 
იცოდეთ, რომ ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, არის სოფელი. დაბრუნდით სოფელში. ხვალ-ზეგ ციფრული ფულის ერთეული იქნება და ხელში და შუბლში ჩაგვიდებენ. ეს იქნება ანტიქრისტეს ბეჭედი და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. ამიტომ იყავით სოფელში და დაამუშავეთ მიწა
 
მეუფე იოსები
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.