Russian English
როდის უნდა ველოდოთ COVID-19 ის კლებას?!
სამშაბათი, 31 მარტი, 2020 - 09:28
კორონავირუსის სწრაფი გავრცელებისა და არეალის გაფართოებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მსოფლიოს მოსახლოებას პანდემიის მეორე ტალღის მზადებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორის ზაზა ავალიანის განცხადებით, პანდემიის მეორე ტალღის  ნიშნები უკვე სახეზეა.
 
ზაზა ავალიანი, „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორი:
 
- ბატონო ზაზა, არც ერთ ქვეყანაში პაციენტები არ მოუთავსებიათ ტუბერკულოზის ცენტრში. საქართველოში კი ჯანდაცვის სამინისტრომ თქვენი ცენტრი აირჩია იმ ნიშნით, რომ ის სხვებზე მეტად მომზადებული აღმოჩნდა მსგავსი სიტუაციისთვის - აღჭურვილი და დაკომპლექტებული ყველა იმ რესურსით, რაც სჭირდებათ პაციენტებს. უბრალოდ საწყენია იმ ფონზე, როდესაც ჰოსპიტალურ სექტორში ამდენი ფული ჩაიყარა?
- ჩვენს ცენტრს გააჩნია სათანადო სტრუქტურა, რომ შევძლოთ იზოლირება იმ პირებისა, ვისაც ეს ესაჭიროება. აქ არის უარყოფითი წნევის თემა, გამწოვი სისტემების არსებობა, ისე დაკომპლექტება შენობის, ამ შემთხვევაში სამედიცინო ინჟინერია მაქვს მხედველობაში, რომ არ მოხდეს ამ ზონების გადაკვეთა, სადაც იქნებიან მოთავსებული დაკვირვების ქვეშ მყოფი პირები. სწორედ ეს პირობებია ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის იზოლირებულად მდგარ ფლიგელში, რომელიც 22 საწოლზე არის გათვლილი. იქ არის ძალიან კარგი პიროებები მართვის თვალისაზრისით - არის შემდგომი კვლევის რესურსი, ციფრული რენდგენი იქნება თუ ულტრასონოგრაფიის აპარატი. ჩვენ ვახდენთ ჩვენთან განთავსებული პირების არა მკურნალობას, არამედ დაკვირვებას სათანადო იზოლაციის პირობებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან რომელიმე მათგანს თუ გამოუვლინდება ეს ვირუსი, მისი გადათავსება მოხდება სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობისთვის. პაციენტებთან ერთად დაცული უნდა იყოს სამედიცინო პერსონალიც. ამ პარამეტრმა და პლიუს იმან, რომ აქ ფილტვის დაავადებათა სპეციალისტები არიან, რომლებიც იზრუნებენ კარანტინში მყოფ პირებზე სამედიცინო კუთხით, დიაგნოსტიკის თემაშიც ჩაერთვებიან... ამიტომაც იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული.
- ვირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე საშიში პერიოდი რომელია? 
- ვირუსი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს წელიწადის ამ პერიოდში, ასევე მეტეოროლოგიურ ზონაში თუ სივრცეში. ანტარქტიდის გარდა ის უკვე ყველგან გავრცელდა- ფაქტობრივად ყველა კონტინენტი მოიცვა. გეცოდინებათ, რომ ვირუსი მოსახლოების სხვადასხვა ჯგუფებს აზიანებს, მაგრამ ასაკობრივად ყველაზე მოწყვლადი მაინც ხანდაზმულთა ჯგუფი ჰყავს არჩეული. 
- რატომ? 
- იმიტომ, რომ ამ ასაკობრივ ჭრილში არის ყველაზე ნაკლები იმუნური სტატუსი. დამტკიცებული ფაქტია, რომ ნებისმიერი ტიპის ანთებითი პროცესი ასაკობრივ ორგანიზმში უფრო სწრაფად ვითადება, უფრო დიდ გართულებებს იძლევა და უფრო ცუდი გამოსავლითაც მთავრდება, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის ორგანიზმებში. აქედან გამომდინარე, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს უნდა მაქსიმალურად მოვარიდოთ ეს საფრთხეები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვების მიმართ ნაკლები სიფრთხილე გამოვიჩინოთ. მათთან მიმართებაშიც უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით - მოვარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც არის ერთეული შემთხვევები თუნდაც სხვა რესპირატორული დაავადებებისა. ასე და ამრიგად, დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის დღის წესრიგში დგას შეზღუდვები და ისინი, გვინდა თუ არ გვინდა გასათვალისწინებელია. კიდევ ერთ გარემოებაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება - პირველი სიმტპომების შემჩნევისთანავე, ჩვენს სასუნთქ სისტემას უნდა მოვარიდოთ ყველა მავნე ფაქტორი. მაგალითად, ვინც მწეველია, სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს მოწევა. სამწუხრაოდ გული მწყდება, რომ ჩვენი თანამემამულეების ცნობიერება არ არის იმ დონეზე და სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი მოქალაქეები ძალიან აპროტესტებენ ამას და ჯიუტად ირწმუნებიან, რომ სიგარეტის გარეშე ვერ გაძლებენ, აუცილებლად უნდა მოწიონ და ა.შ. 
- ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს გულისხმობთ? 
- დიახ, მთელი ომის გადატანა მიწევს იმისთვის, რომ არ მოწიონ. კატეგორიულად ვუკრძალავ და ამას მერე მოჰყვება მთელი რიგი დავიდარება. 
- როდის უნდა ველოდოთ ვირუსის კლებას?
- აპრილის თვიდან ველოდებით, რომ იქნება მნიშვნელოვანი კლება. შეიძლება მანამდეც.
- ბატონო ზაზა, როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომ კონკრეტულად კორონავირუსით არის დაავადებული?
- სახლის პირობებში - ვერანაირად! ეს ერთადერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით დგინდება. კორონავირუსს არ გააჩნია რაღაც გამორჩეული სიმპტომები, რომელიც მხოლოდ ამ ვირუსისთვის არის დამახასიათებელი. ამიტომაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს იმ ფაქტით, რამდენად იყვნენ შემხებლობაში პირები კორონავირუსის გავრცელების არეალთან ან დაავადებულ პირთან. 
- ბოლო პერიოდში წამოვიდა ვერსიები, რომ კორონავირუსით ადამიანი შეიძლება მეორედ დაინფიცირდეს. ანუ განკურნებულ პირები შეიძლება მეორედაც დასნებოვდნენ და ამ დროს ისინი გადამდებსაშიშნი აღარ არიან?
- ამის დადასტურებას სჭირდება ხანგრძლივი კვლევები. თუმცა, არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ადამიანს კორონავირუსი მეორედ კი არ ეყრება, არამედ ეს ადრე შეყრილი და არ განკურნებული ვირუსია. აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი - ეს არის ვირუსული გენეზისი ინფექცია, რომელსაც აქვს თავისი მიმდინარეობა, რომელიც დაკავშირებულია ვირუსის გამრავლების ციკლთან, მის განვითარების ეტაპებთან და ა.შ. 
- რა პრეპარატების მიღება შეიძლება ამ დროს? 
- ის პრეპარატები, რასაც ჩვენ ვიღებდით მაგალითად, ანთების დროს, მხედველობაში მაქვს ანტიბიოტიკოთერაპია - უშედეგოა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინის შესაქმნელად. ეს შეიძლება იყოს უკვე გამზადებული ანტისხეულები, რომელთაც შეუძლიათ ატარონ ვირუსი და მოერიონ მას, გააძლიერონ ჩვენი იმუნური მდგრადობა, ან შეიძლება იყოს თავად ვირუსის ტოქსინი... უამრავი ვერსიები არსებობს ვაქცინის მომზადების თეორიებზე და ასევე არსებობს უამრავი საშუალებები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავბლოკოთ ვირუსის გამრავლება. გზები არსებობს და სამეცნიერო საზოგადოება იძიებს ამ გზებს. სოლიდური ფინანსებია მობილიზებული საერთაშორისო წრეებში, მთავრობების თუ კერძო პირების დონაციის დონეზე. სავარაუდოდ, ყველაზე დიდი კონსტრიბუტორი ამერიკა იქნება ამ საქმეში. იგივე ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი და ა.შ. ასე რომ მსოფლიოს ქველმოქედები და მეცენატები აქტუირად არიან ჩართული პანდემიის მართვისა და თავიდან აცილების პროცესში, ისევე როგორც მთავრობები, ქვეყნები და ჯანდაცვის სისტემები. რაც შეეხება ვაქცინის შექმნას, ეს არის საკამოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი. სავარაუდოდ, ის ამ სეზონს ვერ მოუსწრებს. თუმცა, ეფექტური საშუალება იქნება იმისთვის, რომ შემდგომი წლისთვის მედიცინას ჰქონდეს არსენალში კიდევ ერთი ეფექტური იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.