Russian English
რა ხალხი გამოდის კომენდენტის საათის დროს ღამის თბილისში
პარასკევი, 24 აპრილი, 2020 - 15:59
კომენდანტის საათის გამო, მოსახლეობა ვერ ხედავს რა ხდება ღამის თბილისში. არადა, 9 საათის შემდეგ სპეციალური  „ხალხი“ გამოდის   სპეციალური იარაღებით. მერის მოადგილე- მაია ბითაძის განმარტებით, სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარებს რეკომენდაცია  დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაუწია. შესაბამისად, ის უვნებელი იყო როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.
 
სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორცილებენ. მოირეცხა 70-მდე ქუჩა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები, ველობილიკები, ბაზრები, ბაზრობების ტერიტორიები, მეტროსადგურის ამოსასვლელები, დაახლოებით, 700-მდე გაჩერება და ყველაზე ხალხმრავალი ადგილები, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექციაც ჩატარდა. სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა ტიპის ტრანსპორტი: მუნიციპალური ავტობუსები, მეტროსადგურები, მოძრავი შემადგენლობის ვაგონები, ასევე „რიყე-ნარიყალას“  საბაგირო გზის სადგურები და გონდოლები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდებოდა. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.
 
ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე უფასო სასადილოებში, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღებსა და სახელოვნებო სკოლებში, ასევე თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.