Russian English
რა კატეგორია თავისუფლდება იჯარის გადახდისგან წლის ბოლომდე
შაბათი, 25 აპრილი, 2020 - 12:10
პირველ ეტაპზე, მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების ის მეპატრონეები გათავისუფლდნენ, რომელთაც ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული. გარკვეული შეღავათი იმოქმედებს სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული ვადის დარღვევაზეც. 
 
ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, სამი თვით (მარტი, აპრილი, მაისი)  იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდა ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი, მერიისგან იჯარით აქვთ აღებული. შეთავაზებული შეღავათით სარგებლობს ქვემოიჯარეებიც. იურიდიული პირები, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამო საქმიანობა შეეზღუდათ, დასუფთავების მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან. 
 
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში არსებული დაახლოებით 150 ერთეული ღია კაფეები, გათავისუფლდნენ მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. მსგავსი შეღავათი ასევე, შეეხო დაახლოებით, 600 მეწარმეს, რომელთაც მუნიციპალიტეტისგან აქვს აღებული ქონება და ისინი სამი თვის განმავლობაში, იჯარის საფასურისგან გათავისუფლდებიან. პანდემიის პირობებში, მშენებლებსა და სხვადასხვა სამუშაოების მწარმოებლებს ვადები დაერღვათ. მათ დამატებითი ვადა მიეცემა და არანაირი სანქცია არ დაეკისრება“ - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ
 
ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ. ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.