Russian English
პანდემიის ჟამს თბილისში „გაქანებული“ მშენებლობის ნამდვილი მიზეზი
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2020 - 11:20
პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ბიუჯეტში ჩაშვებული პროექტების ნაწილის განხორციელება შეჩერდა და გადაიდო. თუმცა, ეს არ შეეხო მშენებლობებს და რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. კალაძემ აღნიშნულ პროცესს ლამაზი სიტყვა - „გადაფასება“ და „სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტების“ გაჩენა უწოდა. მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, 550-დან 600-მდე ადამიანი 24 საათის განმავლობაში უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობს. ქალაქში მიმდინარე არც ერთი ინფრასტრუქრტურული პროექტი არ გაჩერებულა. 
პანდემიის დასაწყისში არსებობდა მოლოდინი, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გარკვეული თანხით შემცირდებოდა.  რაც არ უნდა იყოს, კორონავირუსთან ბრძოლაში ერთადერთი პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა და თანხებიც აქეთკენ უნდა იყოს მობილიზებული. ამის მიუხედავად, მერის მიერ მაინც ცხადდება ყველა ტენდერი. ბენდელიანის თქმით, დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ცდილობს, გამოწვევებს გაუძლოს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით შეფერხება არ იყოს.
ამ კუთხით, 23 აპრილს კახა კალაძემ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან ონლაინ შეხვედრა გამართა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და თავის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად. შეხვედრა, რომელსაც 30-მდე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა,  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.